LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

D ვიტამინის მიღების შემდეგ 10 დღის ბავშვი გარდაიცვალა

155

საფრანგეთში საკვები დანამატის გაყიდვა D ვიტამინით შეაჩერეს, „ბიბისის“ ინფორმაციით, Uvesterol D-ს მიღების შემდეგ, 21 დეკემბერს 10 დღის ბავშვი გარდაიცვალა.

Uvesterol D საფრანგეთში ფართოდ გამოიყენება და მას 5 წლის ასაკამდე ბავშვებს აძლევენ, D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად.

სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების მაკონტროლებელმა სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალება, სავარაუდოდ, პრეპარატმა განაპირობა.

თუმცა, ოფიციალური პირების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სხვა ნივთიერება ან პროდუქტიც შეიძლებოდა, გამხდარიყო. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, მარისოლ ტურენის განცხადებით, ვიტამინი D ბავშვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა რისკი „დანამატის მიღების მეთოდმა გამოიწვია“.

მინისტრი მშობლებს გამჭვირვალე, ობიექტიური და საიმედი ინფორმაციას დაჰპირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები