LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და ეს მოხდა! Spice Girls-ის ხუთივე წევრმა ტურნეს დაწყების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა

80

თებერვლის დასაწყისი უდაოდ დაუვიწყარი იყო ჯგუფ Spice Girls-ის თაყვანისმცემლებისთვის, მრავალწლიანი მოლაპარაკეკების შემდეგ, ოფიციალურად გადაწყდა, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული გოგონების ჯგუფი ერთიანდება. ამის შესახებ საზოგადოებას ვიქტორია ბექჰემმა აცნობა. ცნობილია ისიც, რომ Spice Girls მაყურებელს სრული შემადგენლობით უბრუნდება. 2012 წლის შემდეგ ერთად პირველად ვიხილავთ 43 წლის ვიქტორია ბექჰემს, 44 წლის მელანი სის, 42 წლის მელანი ბრაუნს, 42 წლის ემა ბანტონსა და 45 წლის ჯელი ჰოლიველს.

მართალია ცოტა ხნის წინ ჟურნალ Vogue-ისთვის მიცელულ ინტერვიუში ვიქტორია ბექჰემმა მუსიკალურ ტურნეში მონაწილეობაზე ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა დღეს სააგენტო TMZ ოფიციალურად ადასტურებს, რომ გოგონები ტურნეს სრული შემადგენლობით შეუერთდებიან. სპეციალურ კონტრაქტს ხელი Spice Girls-ის ხუთივე წევრმა მოაწერა. ამ ეტაპზე დაზუსტებით ცნობილია, რომ კონცერტები ბრიტანეთსა და ამერიკაში იგეგმება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები