LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააბალანსეთ დრო პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის – ნაიჯელ მარშის რეკომენდაციები

ხშირად ადამიანებს დრო არ აქვთ პირადი ცხოვრებისა და ოჯახისთვის. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, შეხვედრები…დრო ისე გადის, რომ მთავარი გვავიწყდება. ნაიჯელ მარშმა TED-ზე ისაუბრა, თუ როგორ დავაბალანსოთ დრო პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის.

“ყველა თქვენგანმა ერთი წუთი მიაქციეთ ყურადღება თქვენს საცოდავ არსებობას” – ეს რჩევა წმ. ბენედიქტმა მის მიმდევრებს მეხუთე საუკუნეში მისცა. როცა 40 წლის გავხდი, გადავწყვიტე მეც მეხელმძღვანელა. მანამდე ვიყავი კლასიკური კორპორატიული მებრძოლი, ვჭამდი და ვსვამდი ბევრს, ვმუშაობდი ბევრს და არ მეცალა ჩემი ოჯახისთვის. მინდოდა ჩემი ცხოვრება სხვა მხარეს შემომებრუნებინა. გადავწყვიტე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანდება. უარი ვთქვი სამსახურზე და გავატარე ერთი წელი სახლში ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად, მაგრამ ამ ბალანსის შესახებ ვერაფერი შევისწავლე. დააბალანსო სამუშაო და ცხოვრება მაშინ, როდესაც არ გაქვს სამუშაო არც ისე პრაქტიკულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფული გამოგელევა.ამიტომა დავუბრუნდი სამსახურს და 7 წელი მოვანდომე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების  შესწავლას. ოთხ დაკვირვებას გაგანდობთ.

1.  პირველი ნაბიჯი პრობლემის გადაჭრისკენ არის ის, რომ გააცნობიერო რეალურად რა სიტუაციაში ხარ. ათასობით ადამიანი არსებობს, რომლებიც ცხოვრობენ წყნარი, სასოწარკვეთილი ცხოვრებით, მუშაობენ ხანგრძლივად იმ სამსახურებში, რომლებიც ეზიზღებათ, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონდეთ საშუალება იყიდონ საგნები, რომლებიც არ სჭირდებათ, შთაბეჭდილება მოახდინონ ადამიანებზე, რომლებიც არ მოსწონთ. პარასკევს სამსახურში ჯინსებით და მაისურით მისვლა არ მოგვიგვარებს აღნიშნულ პრობლემას.
2. თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, ხელისუფლება და კორპორაციები პრობლემას არ გადაგვიჭრიან. ჩვენ უნდა გავუწიოთ კონტროლი და ავიღოთ ვალდებულება იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გვინდა გვქონდეს. თუ თქვენ თვითონ არ გამოძერწავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს მაგივრად ამას სხვები გააკეთებს,  თქვენ კი შეიძლება არ მოგეწონოთ როგორ დაგიბალანსებენ ისინი ცხოვრებას. მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრების ხარისხი არ ჩაუგდოთ კომერციულ კორპორაციას ხელში. მე ვსაუბრობ ყველა კომპანიაზე, კომერციული კომპანიები არიან იმისთვის, რომ თქვენგან მიიღონ იმდენი, რამდენიც შერჩებათ.
3. სახლში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ჩამოვწერე დეტალური, თუ როგორი მინდოდა ყოფილიყო ჩემი დაბალანსებული დღე. დღის წესრიგი ასე გამოიყურებოდა: გავიღვიძო კარგად დასვენებულმა. გავასეირნო ძაღლი. ვისაუზმო ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად. წავიყვანო ჩემი შვილები სკოლაში გზად ოფისისკენ. ვიმუშავო სამი საათი. ვითამაშო სპორტული თამაშები მეგობართან ერთად ლანჩის დროს. ვიმუშავო კიდევ სამი საათი. შევხვდე ჩემს მეგობრებს პაბში. მივიდე სახლში სადილისთვის ჩემს ცოლთან და შვილებთან. ნახევარი საათით მედიტაცია მქონდეს…როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად მაქვს ასეთი დღე? ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალისტურად. ამ ყველაფერს ერთ დღეში ვერ გააკეთებ. უნდა განვავრცოთ ის დროის მონაკვეთი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ცხოვრების ბალანსს ვადგენთ.

4. უნდა მიუახლოვდეთ ბალანსს დაბალანსებული გზით. შარშან ჩემი მეგობარი მესტუმრა, რომელმაც მითხრა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად ამოვარდნილია ბალანსიდან. ის მთლიანად სამსახურზე იყო გადართული, მუშაობდა დღეში 10 საათის განმავლობაში, 2 საათი გზაში იყო, ყველა პირადი ურთიერთობა ჩაეშალა.  ამიტომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი დაელაგებინა და დაიწყო ვარჯიში. იცით, ფიზიკური ვარჯიში კარგია, მაგრამ ამ ცხოვრებას სხვა ბევრი მხარეც აქვს. ინტელექტუალური, ემოციური, სულიერი მხარე, დაბალანსებისთვის კი მონაწილეობა  უნდა მივიღოთ ყველა ამ სფეროში, დღეში 50-ჯერ მუცლის პრესი ამ ყველაფერს ვერ შეგივსებთ.

რამდენიმე წლის წინ ერთმა შემთხვევამ ახალი პერსპექტივა დამანახა. ჩემმა ცოლმა დამირეკა ოფისში და მითხრა, რომ ჩვენი უმცროსი შვილი უნდა გამომეყვანა სკოლიდან. ის სხვაგან მიდიოდა დანარჩენ სამ შვილთან ერთად. გამოვედი სამსახურიდან ერთი საათით ადრე და წამოვიყვანე ჰარი სკოლიდან. ჩვენ ჩავისეირნეთ ადგილობრივი პარკისკენ, ვიკატავეთ საქანელებზე, ვითამაშეთ სულელური თამაშები, მივედით ადგილობრივ კაფეში და მივირთვით პიცა და წავედით სახლში. ვაბანავე, ჩავაცვი ღამის პერანგი. წავუკითხე ძილის წინ, ვაკოცე შუბლზე და ძილი ნებისა ვუსურვე. საძინებლიდან გამოსვლისას მან მითხრა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დღე იყო…აქედან დასკვნა,  პატარ-პატარა ქცევებს მნიშვნელობა აქვს. მცირე ინვესტიციით თქვენ შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ურთიერთობებისა და თქვენი ცხოვრების ხარისხი. ასე შეგვიძლია შევცვალოთ საზოგადოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები