LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაადასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მზე არ სუფევს ცის კამარაზე – ქანთარია რატიანს

95

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი,”-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს სერგო რატიანს. მისი თქმით, განცხადებები, რომ ონიანი პოლიტპატიმარია, სიმართლე არაა.

“მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე და თვითონ ბიძინაც რომ არ არსებობს ბიძინას გარეშე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც,“ – განაცხადა ქანთარიამ.

სერგო რატიანმა განაცხადა, რომ გოგა ონიანი პოლიტიკური პატიმარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები