LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაარეგისტრირეთ ბიზნესგეგმა და აქციეთ იდეა რეალობად – რეგისტრაცია გრძელდება

78

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესგეგმა და აქციეთ იდეა რეალობად!

ბიზნესგეგმების რეგისტრაცია: http://bplan.enterprise.gov.ge

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს”, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალები ბიზნესგეგმის დარეგისტრირების შესახებ იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები