LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს

95

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის პერიოდში დაავადებები და სხვადასხვა ინფექცია მომრავლებულია და დახურულ სივრცეებში აუცილებელია კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული იყოს,  რათა იქ დასაქმებულ თუ სასწავლებლად მისულ მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ.

რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, კონდიციონერისთვის ფილტრის შეცვლა და მაღალი ეფექტურობის ფილტრით სარგებლობა

რეკომენდაციების გაცნობა სრულად, ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები