LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩის მცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

94

დაბა ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიიდან გურიაში ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ინფრანსტრუქტურა დაზიანებულია და მრავალწლოვანი ხეები გაიჩეხა.

მოსახლეობა ამბობს, რომ გადასატანად ორი ხე არის გამზადებული. მათივე განცხადებით, თუ ხელისუფლება ინფრასტრუქტურას არ მოაწესრიგებს, ისინი გზის გადაკეტვასა და ხის გადატანის სამუშაოებისთვის ხელის შეშლას გეგმავენ.

„ჩვენ გვინდა გზა. ორი ხე დარჩათ გასატანი და დაპირებულ გზას არ გვიკეთებენ. ჩვენ არ მივცემთ ხის გადატანის უფლებას. აქ ბუნება იყო, რომელიც გაგვინადგურეს. მთავრობა გვპირდება, რომ გავაკეთებთო, თუმცა რეაგირება ნულია,” – განაცხადა მეგენეიშვილის ქუჩის მცხოვრებმა თენგიზ მუშარბაძემ.

როგორც ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქობულეთის მერია დაბა ჩაქვში გზების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის მოწესრიგდება მეგენეიშვილის ქუჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები