LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბინძურებული ხორცი რუსთავის საბავშვო ბაღებში: მომმარაგებელი დაჯარიმებულია

133

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.

კვლევის შედეგებით,  ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით. ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს.

შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს „ბადა“ დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.