LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდა და… მესის აჯობა: რა ხდება არგენტინაში

44

არგენტინაში წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელეს.
LA Nacion-ის ინფორმაციით გამოკითხვაში, რომელიც სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარდა, ბევრისთვის მოულოდნელად არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პორტომ ლიონელ მესის გადაასწრო და წლის მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მესის კი წლის ფეხბურთელის წოდება ერგო.

28 წლის ჩოგბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიპოვა. პირველად მას ეს პატივი 2009 წელს ერგო.
რაც შეეხება ლიონელ მესის, იგი არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად 2011 წელს დაასახელეს.

დაჯილდოვების ცერემონიალი ბუენოს-აირესში შედგა.
ცოტა ხნით ადრე დელ პოტროს გადაეცა ATP-ს სპეციალური პრიზი – წლის დაბრუნება. აგვისტოში მან ოლიმპიური ვერცხლი მოიგო, ნოემბერში კი არგენტინის ნაკრებთან ერთად დევისი თასზე გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები