LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

107

ექიმების ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკასა და „ამეტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს.

როგორც „ამეტელ ჰოსპიტალის“ ქირურგმა, ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი.

„გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას,“ – განაცხადა ქირურგმა.

ექიმების ინფორმაციით, 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. დაჭრილ ჯარისკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერად პაციენტი პალატაშია მოთავსებული.

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში თავდაპირველად 3 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, ორი კი გორის ჰოსპოტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.