LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცვის მხარე – ბექა შენგელიას ჩვენებები მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სარწმუნო არ არის

87

“ბექა შენგელიას ჩვენებები მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სარწმუნო არ არის”, – ამის შესახებ კანიბალიზმსა და მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა იზო მახარაძემ განაცხადა.

”ბექა შენგელიამ დღეს შიძლება სხვა თქვას , ხვალ შეიძლება სხვა – მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე” – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა.

დახურულ სასამართლო პროცესზე დღეს ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

საქმის პროკურორმა და დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი გასული წლის ოქტომბერში ჯერ მოკლეს , შემდეგ კი დაწვეს. საქმეზე დააკავებულია მოკლულის შვილი, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი ბექა შენგელია, რომლებსაც ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ. ამავე საქმეზე, მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი არასრულწლოვანია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები