LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცვის სამსახურს ხელფასი მესიმ გადაუხადა

43

არგენტინელი ჟურნალისტის, როი ნემერის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების დაცვის სამსახურს 6 თვის ხელფასის გადახდა დაუგვიანა, დანახარჯი ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ გადაიხადა.

საკუთარი ტვიტერის ანგარიშის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნემერი წერს, რომ მესიმ დაცვის სამსახურის წევრებს ნახევარი წლის ხელფასი გადაუხადა, თუმცა რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.

მესი ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის აგვისტოში, ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები