LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაემუქრა თუ არა ნეაპოლის მაფია მადრიდის რეალს

134

მადრიდის “რეალის” თანამშრომლებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თეთრი ფხვნილის პაკეტი აღმოაჩინეს, რომელიც ფლორენტინო პერესის სახელზე იყო.
არადა, შესაძლოა, ეს მხოლოდ ფქვილი ყოფილიყო.

“რეალის” პრეზიდენტის სახელზე ამანათი იტალიიდან მივიდა. მას შემდეგ, რაც თეთრი ფხვნილი ჩამოიყარა, თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტებმა სტადიონზე რამდენიმე საათი დაყვეს, მაგრამ რაიმე საფრთხეს ვერ წააწყდნენ.

საქმეზე ძიება არ დასრულებულა.

 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “რეალმა” იტალიური “ნაპოლი” საერთო ჯამში 6:2 დაამარცხა.

8 მარტს ფლორენტინო პერესმა 70 წლის იუბილე აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები