LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპლი სპეცრაზმელის პანაშვიდზე პრემიერი და მთავრობის წევრები მივიდნენ

32

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა. პრემიერმინისტრმა, ძალოვანი უწყების პირველმა პირებმა, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის მინისტრებმა  და თბილისის მერმა პირადად მიუსამძიმრეს ივანე გოლაშვილის ოჯახს.

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. 14:00 საათზე კი ცხედარს მუხათგვერდში გადაასვენებენ და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები