LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპულები და დაშავებულები სამუშაო ადგილებზე – 43 სასამართლო გადაწყვეტილება და შეწყვეტილი საქმეები

ბოლო სამ წელში, საქართველოში, სამუშაოს შესრულებისას 147 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 272-ია –  ინფორმაცია “ფორტუნამ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 419 შემთხვევიდან გამოძიება 360 შემთხვევაზე დაიწყო. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა მხოლოდ 43-ია.  128 საქმეზე გამოძიება შეწყდა.

2015 წელი – 81 დაშავებული, 42 დაღუპული, გამოძიება დაიწყო 101 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო  17 შემთხვევაზე, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაზე.

2016 წელი – 85 დაშავებული, 58 გარდაცვლილი, გამოძიება დაიწყო 131 შემთხვევაზე, 14 -ზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, 47 საქმეზე გამოძიება შეწყდა.

2017 წელი – 106 დაშავებული, 47 დაღუპული, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 128 შემთხვევაზე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 12 საქმეზე, 37 კი შეწყდა.

 

თაკო ივანიაძე

პოპულალურები