LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული მეშახტის მამა ექსპერტების დასკვნას არ ენდობა

97

ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, – ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამამ, გურამ გამეზარდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა, რადგან მომხდარში ადამიანური გადაცდომის ფაქტორს გამორიცხავს.

„უკრაინელმა ექსპერტებმა დამისახელონ თუ მივიდა ჩემი შვილი იმ წერტილამდე, სადაც აფეთქება იყო. დასკვნას იმიტომ არ ვენდობი, რომ მე ვიცი ჩემი შვილის ამბავი. პირველ ცვლაში იყო და ყველაფერი იცოდა. შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. შეიძლება მართლაც მოხდა აფეთქება, მაგრამ ისეთი ადგილი იყო, არც აფეთქება უნდა დაეშვათ იქ და არც არაფერი. უნდა დახურულიყო წინასწარ. საერთოდ მუშაობა არ შეიძლებოდა იქ, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო. არანაირი ვენტილაცია, არანაირი ჰაერი არ მოძრაობდა შიგნით. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა: ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე,” – განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა.

ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები