LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა

146

„ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და ცასავით ცისფერი თვალები აქვსზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსომამის სახელი ჰქვიამამის, რომელიც არასდროს უნახავს…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა პერტაია, წერს.

პერტაიას ინფორმაციით, ბათუმელი პოლიციელი შვილის დაბადებამდე, სამსახურებივი მოვალეობის დროს დაიღუპა და ახლა, როცა მისი შვილი სკოლაში პირველად მიდის, გვერდით შსს მინისტრი, გიორგი მღბრიშვილი, ახლავს.

„დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნივნელოვანესი ეტაპი დაიწყოის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტომასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია. ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომპოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია,“ – წერს პერტაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები