LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული საქმროს საფლავზე გოგონა საქორწილო კაბით მივიდა (ფოტო)

310

გამოცემა „დეილი მეილი“ ჯესიკა პაჯეტის ემოციურ ფოტოსესიას აქვეყნებს, რომელმაც დაღუპული საქმროს ხსოვნას ორიგინალურად მიაგო პატივი. ჯესიკას საქმრო, მეხანძრე კენდალ მერფი გასულ წელს ავტოავარიაში დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და ალკოჰოლი გახდა.

ჯესიკასა და კენდალის ქორწილი სექტემბრის ბოლოს უნდა გამართულიყო. ამ დღეს გოგონამ სპეციალურად ჩაიცვა საქორწილო კაბა და საქმროს საფლავთან ემოციური ფოტოებიც გადაიღო.

ფოტოებზე ჩანს კენდალის ჩექმა, რომელიც მას, როგორც მეხანძრეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეცვა. ჩექმაზე კი არის წარწერა: „არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, მე სულ შენთან ვერ ჯესიკა“. ჯესიკას პაჯეტის ამ იდეის მხარდასაჭერად ოჯახი სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები