LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაგხოცავთ სულ ყველას” – რობაქიძის საქმის პროცესზე ვიდეომ შეკამათება გამოიწვია

48

საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურის მოწმე, პატრულის ყოფილი თანამშრომელი ბესიკ კოტორაშვილი იკითხება. მოწმესა და დაცვის მხარეს შორის შეკამათება მოხდა.

პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებს ასახავდა. კერძოდ, ვიდეოში ჩანან პოლიციის თანამშრომლები, ისმის სროლის ხმა, ასევე ასფალტზე დაწვენილი არიან ახალგაზრდები. ვიდეოს ერთ-ერთ ეპიზოდში კი ისმის ხმა “დაგხოცავთ სულ ყველას”.

პატრულის ყოფილ თანამშრომელს ბესიკ კოტორაშვილს საქმის ადვოკატმა და გურამ დონაძემ, რომელიც იმ პეროდში შსს-საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო, ჰკითხეს, ამოიცნო თუ არა წარმოდგენილ ვიდო-მასალაში მან საკუთარი თავი და კონკრეტული წინადადება “დაგხოცავთ სულ ყველას” არის თუ არა მისი ხმა. რაზეც მოწმემ უთხრა, რომ ვერ დააზუსტებს ამ ვიდოში ნამდვილად თვითონ არის თუ არა და ამ ხმაზეც ვერაფერს იტყვის. პასუხს დაცვის მხარის გაღიზიანება მოჰყვა.

დაცვის მხარე მიიჩნევს,რომ კოტორაშვილის ჩვენება ბუნდოვანი და გაუგებარია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ამბობს, რომ არაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რაც თქვა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პირი, რომელიც ვიდოში ჩანს სწორედ აღნიშნული პოლიციელი ბესიკ კოტორაშვილია, რომელიც ახლა პროკურატურის მოწმეა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები