LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსია და ბიზნესი არჩევანის თავისუფლების გარეშე

58

იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულო იქნება, ამით კომპანიის საოპერაციო ხარჯები გაიზრდება – ამის შესახებ ”პი ემ სი კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამარ ჯუღელმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებს,  აღრიცხვისა და ადმინისტრირების პროცესი გაურთულდება, რაც, შესაბამისად, მოგებაზეც აისახება.

”როგორც დასაქმებულს, ისევე დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. პირველ რიგში, რაც ყველაზე აუცილებელია, ორივე მხარე უნდა გაეცნოს იმ გამოწვევებსა და რისკებს, რაც ამ სისტემას ახლავს. რის შემდეგაც, უკვე თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ფონდში თანხის დაზოგვა  იძულებითი არ უნდა იყოს” – განაცხადა თამარ ჯუღელმა.

რაც ეხება საკითხს, რამდენად ქმნის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი ფონდში მობილიზებული დანაზოგის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს, თამარ ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ თანხა არაეფექტიანი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენოს.

”როგორც უცხოური გამოცდიელბა გვაჩვენებს, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევა, როდესაც, 2008-2009 წლებში, ქვეყანაში კრიზისი დადგა, ეს დანაზოგი სამთავრობო მიზნებისთვის გამოიყენეს. შესაბამისად, იმის საფრთხე, რომ ფონდის სახით იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც, შეიძლება,  პოლიტიკურად მომგებიანი, არაეფექტიანი პროექტების დაფინანსებას, მოხმარდეს, არსებობს” – ”პი ემ სი კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელის მიხედვით, დასაქმებული, სურვილისამებრ, საპენსიო ფონდში გადარიცხავს ხელფასის 2%-ს, რომელსაც სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან კიდევ 2-2 პროცენტი დაემატება. მოქალაქე პენსიაზე გასვლის დროს, დაგროვილ თანხას სრულად მიიღებს. დასაქმებულს საშუალება ექნება, უარი თქვას სისტემაში მონაწილეობაზე, ხოლო დამსაქმებელს არჩევანის საშუალება არ ეძლევა და თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს,  დამსაქმებელი ვალდებული იქნება  მას კუთვნილი 2% ჩაურიცხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები