LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსია: ვისთვის იქნება სავალდებულო სისტემაში ჩართვა?

155

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა – ნებაყოფლობითი.

თვითდასაქმებულები სისტემაში ნებაყოფლობით, ასაკის მიუხედავად ჩაერთვებიან.

დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

 

სისტემა ასე იმუშავებს:

დასაქმებული შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2 %-ს, თვითდასაქმებული – შემოსავლის 4 %-ს. სახელმწიფო გადარიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2 %-ს.

მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის დაუგროვდება დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხება.

კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება. კანონი კი 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა.

საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები