LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიის მოდელი სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება

33

დაგროვებითი პენსიის მოდელი სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა ოპთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოდელი აპრობირებულია და საერთაშორისო ბაზარზე ბევრ ქვეყანაში მუშაობს.

„ვფიქრობ, საქართველო არის განვითარების იმ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია მსგავსი სისტემის დანერგვა, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ უფრო მყარი საპენსიო შემოსავალი, ვგულისხმობ, მომავალი თაობის პენსიონერებს. ასევე მოქალქეები არ იყვნენ  მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ პენსიაზე დამოკიდებული. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საპენსიო შემოსავლის დაგეგმვის შესაძლებლობა. ზუსტად ამას ვთავაზობთ მათ,” – განაცხადა ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, თანამონაწილეობის პრინციპი შემდეგნაირი იქნება: მოქალაქე  განახორციელებს 2%-იან შენატანს საპენსიო ფონდში და წახალისების მიზნით სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნებიან 2-2% პროცენტი გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანონაში ეს იქნება 6%.

ძიძიკაშვილის განმარტებით, ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება ეკონომიკაში, მოგება კი ყოველთვიურად და ყოველწლიურად გაიზრდება.

„გვქონდა კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ვფიქრობ, ეს მათთვის არ არის ხარჯი, ეს არის ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის დამატებითი კომპონენტის დაწესება. ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიანი თანამონაწილეობა არის საკმაოდ მცირე და არ მოიცავს  დიდ ფინანსურ რესურსს, აქედან გამომდინარე ეს არ იქნება წნეხი. დამსაქმებლებს პრობლემა არ აქვთ. რა თქმა უნდა, ნახევარპროცენტიანი ხარჯის მატებაც ხარჯია, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის” – აღნიშნა ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, დაგროვებით სისტემაში მონაწილეობასუ კვე მოქმედი  პენსიონერები ვერ მიიღებენ.

“როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია გააგრძელოს და განახორციელოს შენატანები. გაცემები შეიძლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ასევე შეიძლება საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე იმ შემთხვევაში თუ რაღაც ოდენობის თანხა დაუბრუნდება, ასევე მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა 100%-ით გადაეცემა მეუღლეს. ასევე იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რის შემთხევაშიც დაწესდება თუ როდის შეიძლება მოქალაქემ გაიტანოს საპენსიო თანხა. მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს დროს,” – აღნიშნა ძიძიკაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ეს საკმაოდ დაცული მექანიზმია და არ არსებობს გაკოტრების და თანხის დაკარგვის რისკი.

“რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ინფლაციური რისკები, თუმცა, ამაზეც ექნება ფონდს თავისი მექანიზმი, რომ თავიდან იყოს აცილებული თანხების გაუფასურება” – განაცხადა ძიძიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები