LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიღუპა 3 წლის ბავშვი, იმიტომ რომ მძღოლის კალთაში იჯდა!”

649

სალომე ბარკერი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და სოფელ შინდისთან ავარიის შედეგადად 3 წლის ბავშვის დაღუპვას ეხმაურება.

ის მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გაზარდონ ჯარიმები ამ “ველურ ტრადიციაზე”.

“შეჯახების შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი და სხვა მგზავრები არ დაშავებულან არც ერთ მანქანაში და რატომ? იმიტომ რომ ბავშვი მძღოლის (!) კალთაში (!) იჯდა!

იქნებ გაზარდოთ ჯარიმები ამ ყოვლად ველურ “ტრადიციაზე”? ხეპრე *** მშობლები თავისით ვერ ხვდებიან ბავშვი რომ სათამაშო არაა”, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

ამ მოწოდებებით, სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი დაიწერა:

“თუ კანონი არ არეგულირებს, თუ არავინ გვაჯარიმებს, ისევ ფბ-ს საშუალებით, ამ მძიმე შემთხვევების დაშეარებით შეგნებაზე უნდა ვიმუშავოთ, არ ჩავაგდოთ ბავშვები საფრთხეში”, – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.

ფეისბუქის მომხმარებელი ინგა ბერძენიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის გარდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა, სხვები უვნებლად გადარჩნენ… რა ხალხი ვართ, რა ქვეყანა….”

შეგახსენებთ, რომ გორი-შინდისის გზაზე ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები