LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაისაჯონ თემირლანის მკვლელები” – “ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

45898891_2095771744068094_2213717502607753216_n

“დაისაჯონ თემირლანის მკვლელები”, “ოცნება კლავს” – ამ წარწერებით „ქართული ოცნების“ შენობის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პარლამენტის შენობიდან მსვლელობა გამართეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

„ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიაც. ადგილზე იმყოფებიან პანკისში მცხოვრებლებიც. მათთან ერთადაა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.

 

პოპულალურები