LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაისვენე სამოთხეში ჩემპიონებთან: კახა კალაძე ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა

29

იტალიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა. ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელის დავიდე ასტორის უეცარმა გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გადაიდო სერია ა-ს მატჩები, ევროთასების თამაშები წუთიერი დუმილით დაიწყება. კლუბმა კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელის მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი 2020 წლის ბოლომდე 1.3 მილიონ ევროს მიიღებენ წელიწადში.
ასევე “ფიორენტინა” სიცოცხლის ბოლომდე გადაუხდის ხელფასს ასტორის მეუღლესა და გოგონას. თუმცა ეს იქნება კლუბის მიერ გამოჩენილი კეთილშობილური ჟესტი და არა ოფიციალური კონტრაქტი.

ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა “მილანის” ყოფილი მცველი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ფეხბურთლის ოჯახს სოციალური ქსელის მეშვეობით მიუსამძიმრა.

“შოკირებული ვარ ამ ამბით. ძვირფასო დავიდე, დაისვენებ სამოთხეში ჩემპიონებთან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”, – დაწერა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფლორენციის “ფიორენტინას” ფეხბურთელი დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძილში გული გაუჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები