LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაივიწყეთ ჰარი: ასპარეზზე დანიის პრინცი ნიკოლაი გამოდის

289

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობზე, მეგან მარკლიზე დაქორწინდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახალი პრინცი მოექცა. ამჯერად გოგონების ერთპიროვნული რჩეული დანიის პრინცი ნიკოლაია. მომხიბვლელი მონარქი ჯერ მხოლოიდ 18 წლისაა და ყველაზე მიმზიდველ მონარქთა სიას ლიდერობს.

დანიის პრიცნი ნიკოლაი უილიამ ალექსანდრე ფრედერიკი 1999 წელს დაიბადა. ის დანიის დედოფლის, მარგარეტ მეორის პირველი შვილიშვილია. საინტერესოა, რომ მონარქის დედა, ალექსანდრა მენლი ჰონკონგში დაიბადა. 2004 წელს ნიკოლაის მშობლები განქორწინდნენ  და პრინცი იოაკიმი მარი კავალიეზე დაქორწინდა. ის ტახტის მემკვიდრეთა რიგებში მეშვიდე ადგილზეა, რადგან მას წინ მამა, ბიძა და ბიძაშვილები უსწრებენ. ნიკოლაის ჰყავს უმცორსი ძმა ფელიქსი და ასევე და-ძმა მამის მეორე ქორწინებიდან.

საინტერესოა, რომ თებერვალში ნოკოლაიმ ძალების პოდიუზმე მოსინჯა და Burberry-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ კი სამოდელო სააგენტო Scoop Models-თან კონტრაქტიც გააფორმა. საინტერესოა, რომ პრინცის სამოდელო გატაცებას ოჯახი გაგებით ხვდება. ინტერვიუში ის ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს თანამედროვე მუსიკა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ფანია.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები