LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყო: აბა ყველანი – #NBAVOTE Zaza Pachulia: როგორ უნდა მივცეთ ზაზას ხმა

107

ნბა-ს All-Star-ის გამოკითხვა იწყება. #NBAVOTE Zaza Pachulia.

25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა. ყველას გვახსოვს, თუ რა ცოტა დააკლდა შარშან ზაზა ფაჩულიას, მოხვედრილიყო მსოფლიოს უძლიერეს კალათბურთელთა მატჩზე. ზაზას თავის ნომინაციაში მაშინ მხოლოდ კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.

ოლ სტარისთვის ხუთეულებს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ ნბა-მ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50% იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანი წილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.

ზაზა ფაჩულია რომ შარშან ახლოს იყო ოლ სტართან, ეს ძირითადად ქართველების დამსახურება გახლდათ. მთელი საქართველო აქტიურად იყო ჩაბმული საარჩევნო პროცესში და Facebook-ით, Twitter-ით, ნბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და google-ის საიტით ყოველდღიურად ხმას ალევდა ქართველ ცენტრს.

ფაჩულია ალბათ მოხვდებოდა ოლ სტარში, მის მხარდამჭერთა ნაწილს ხმის მიცემის წესები რომ ზუსტად დაეცვათ. არ შეიძლებოდა ხმის მიცემა დღეში (24 საათში) რამდენჯერმე, ასეთ შემთხვევაში ხმა ანულირდებოდა.

ამიტომ, ამგვარი რამ რომ თავიდან ავირიდოთ, პროცედურა, რომელიც შარშანდელის იდენტურია, ზუსტად უნდა დავიცვათ და ხმის მიცემა თითო სოციალური ქსელიდან ან საიტიდან, დღეში ერთხელ განვახორციელოთ. მაგალითად, ხმას რომ მივცემთ დილის 12:00 საათზე, მეორე დღის 12:01 საათამდე ეს აღარ გავაკეთოთ, რათა ზაზას ჩვენი 1 ხმა ჩაეთვალოს. შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba-com-იდან (ან ამ საიტის ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციიდან).

გასათვალისწინებელია, რომ თუკი ხმის მიცემის დროს მართლწერაში შეცდომა იქნა დაშვებული, ხმა არ დაფიქსირდება. ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით.

1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ “NBA Vote All-Star”. წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
4. www.nba.com/vote ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

შენიშვნა: თუკი აკონტროლებთ ოთხივე სოციალურ ქსელს, შესაძლებლობა გაქვთ, დღეში 4 ხმა შემატოთ ზაზა ფაჩულიას აქტივს.

ხმის მიცემა გაგრძელდება 16 იანვრის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები