LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჯილდოება ქვემოთ ჩადის: გამარჯვებული გუნდები ისევ მოედანზე იზეიმებენ

87

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს მოედანზე დააჯილდოებენ.

უეფამ ცერემონიის გამართვის წესი შეცვალა. როგორც უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ განაცხადა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებული გუნდი მოედანზე დაჯილდოვდება და არა ტრიბუნაზე, საპატიო ლოჟაში, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა.

„მოედანი – მოთამაშეების სცენაა და ისინი ღირსი არიან, რომ მათი მიღწევა იქ აღნიშნონ. ჩინოვნიკები უნდა ჩავიდნენ ტრიბუნიდან და მოთამაშეებს პატივი მიაგონ და არა პირიქით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ძველი ახალი წესი უეფას ყველა ტურნირზე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, გამარჯვებული გუნდები ადრეც მოედანზე ჯილდოვდებოდნენ, მაგრამ უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატინის მოსვლის შემდგომ დაჯილდოვების ცერემონიამ მინდვრიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

ევროპალიგის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „აიაქსს“ შორის 24 მაისს სტოკჰოლმში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგაზე ქალთა და მამაკაცთა გადამწყვეტი მატჩები კი კარდიფში 1 და 3 ივნისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები