LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგული ტყუპები პოლიციამ ბათუმში იპოვა

61

პოლიციამ თბილისიდან გაუჩინარებული ტყუპი ძმები ბათუმში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

“ტყუპი ძმები პოლიციამ ქუჩაში იპოვა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ”, – განაცხადეს შსს-ში.

14 წლის ტყუპები, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს, 12:00 – 13:00 საათზე გავიდნენ სტადიონზე (ავლაბარში). ბიჭები მას შემდეგ დღემდე არავის უნახავს.

დამატებითი ინფორმაციაზე, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ავლაბრიდან ბათუმში, უწყებაში არ საუბრობენ.

შსს-ს თანამშრომლები ბავშვებს 13 ივლისიდან ეძებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები