LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებისთვის – დაკავებულია 1 პირი

128

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებისთვის  ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკვე დაკავებული  პირის მიერ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა. ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პოპულალურები