LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება კახეთში – დაკავებული პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს

115

გუშინ, ღამით, პოლიციამ 25 წლის გიორგი ქიტოშვილი  დააკავა. დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს “რუსთავი2”  ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.

გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ,“  ასე მიმართავს პოლიციელებს დაკავებული.

გიორგი ქიტოშვილის ოჯახში აცხადებენ, რომ მათ მომხდარის დეტალები არ იციან და არც ის იციან, ამ დრომდე სად იმყოფება მათი შვილი.

შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, დაკავების ოპერაცია თელავში პოლიციამ სამართალდამცველებისთვის წინააღდეგობის გაწევის გამო ჩაატარა.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები