LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება ლაივში: რას ედავება პოლიცია მეტროში აყვანილ პირს

51

პოლიციამ მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” 2 პირი დააკავა, რომელთაგანაც ერთ-ერთის დაკავების კადრები გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის არიან დაკავებულები, კერძოდ კი მათზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო.

”საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს”, – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებული ორივე პირის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო სავრაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს და აღნიშნეს, რომ პოლციამ უფლებამოსილებას გადამეტა.

გიორგი სილაგაძის ადვოკატი მანანა აფხაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება.

“ვიზუალურად რაც ჩანს ეს არის ხელბორკილის კვალი, დახეული ტანსაცმელი. ხელით ათრიეს ესკალატორზე. ეუბნებოდნენ – ბიჭო, რა იყო კაცობ?”- ამბობს მანანა აფხაძე.

მეორე მოქალაქის, მენაბდიშვილის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ იკითხა მისი მეგობარი სად გადაჰყავდათ.

მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” ერთ-ერთი პირის დაკავების ამსახველმა ვიდეომასალამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც გადაღებულ კადრებში ჩანს, დაკავების ხერხებს აპროტესტებენ თვითმხილველებიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები