LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება ნარკოდანაშაულისთვის – შსს-მ 1 კილოზე მეტი ე.წ. „ბიო“ ამოიღო

76

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას  შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი ე.წ. ,,ბიო“ და 971,9392 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს. სულ ამოღებულია 1 კილო და 160 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.