LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავების მიზეზი არავის განუმარტავს, პირდაპირ ქუჩიდან წამიყვანეს – მეარაყიშვილის პირველი კომენტარი

96

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგროში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, განცხადებით, დაკავებისას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებისას მიზეზი არ განუმარტეს.

ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან ისაუბრა.

„ამჟამად ვარ საკუთარ ბინაში. ჩემი დაკავების მიზეზი არავის განუმარტავს, პირდაპირ ასე ქუჩიდან წამიყვანეს და მითხრეს, რომ როგორც ვიყავი, იმ მდგომარეობაში გავყოლოდი მილიციაში,“ – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მას პროკურატურამ ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო არანაირ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

„იქ წავიკითხე, რომ მე ბრალი მედება Единая Осетия-ს მიმართ ცილისწამებაში, ცილისმწამებლურ განცხადებებში და პარტიის სახელით ჩემ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა ვინმე სპარტაკ დრიევმა, რომელიც თურმე არის ამ პარტიის წევრი,“ – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ჟურნალისტი ამ ფაქტს 27 მარტს ეხო კავკაზაში გასულ გადაცემას უკავშირებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ გამარჯვებული პარტიის წევრები დადიან ორგანიზაციებში და ამბობენ, რომ ახლა ისინი უფროსები არიან და შეიცვლება ყველაფერი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკის შემდეგ ნივთმტკიცებულებად ერთი პროცესორი წაიღეს. თუმცა, მეარაყიშვილის თქმით, იქ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ნახავენ.  მისი თქმით, ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს და სავარაუდოდ, მისი უფლებადამცველი რუსეთიდან ჩამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები