LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახეული ჯინსი, უხეში ჩექმები და მკვეთრი მაკიაჟი – ნატალი პორტმანის ახალი იმიჯი

498

დახეული ჯინსი, ტყავის მოკლე ქურთუკი, უხეში ჩექმები და მკვეთრი მაკიაჟი – სწორედ ასეთი ვიზუალით გამოჩნდა ნიუ-იორკის ქუჩებში ნატალი პორტმანი. რთული მისახვედრი არავისთვის ყოფილა, რომ მსახიობი, რომელიც მუდმივად სადად და ელეგანტურად გამოიყურება, ასე ახალი როლისთვის გამოეწყო – ვარსკვლავი ფილმში Vox Lux მონაწილეობს.

პროექტის გადაღებები გასულ კვირას დაიწყო და ის მომღერალ სელესტას კარიერასა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თავდაპირველად ამ როლზე რუნი მარა მოიაზრებოდა. ცნობილია, რომ პორტმანს პარტნიორობას ჯუდ ლოუ და რეფი კესიდი უწევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები