LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკითხეს თუ არა ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები

89

ბათუმში საპროტესტო აქციის დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მთავარი პროკურორი არ საუბრობს.

”ამ ფაქტზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. მე ვერ დაგიკონკრეტებთ, ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად, საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საკმაოდ ბევრი საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული. არის კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული და ნაწილის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ნაწილის მიმართ კი გირაო. საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო საქართველოს ასეულობით მოქალაქე. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პოპულალურები