LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი პარიზში ფანებმა „დაბომბეს“ (ფოტო)

744

„გრეის 50 ელფერის“ მსახიობები, დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი ახალი ფილმის რეკლამირებას აგრძელებენ. ამჯერად გრეის შესახებ გადაღებული მესამე ფილმის პრესტური პარიზში გაიმართა, სადაც მსახიობები C a Vous-ის სტუდიაში შეიკრიბნენ. სტუდიის შესასვლელთან მათ უამრავი ფანი დახვდა და მსახიობებს დაცვის თანხლებთ მოუწიათ სტუდიამდე მისვლა. მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი საყვარელ გმირებთან ფოტოს გადაღებასა და მათთან გასუბრებას ცდილობდა.

საინტერესოა, რომ დაკოტა ჯონსონი შავი ფერის კლასიკურ ანსამბლში გამოჩნდა სტუდიასთან. ასევე კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი ჯეიმი დორნანიც. ცოტა ხნის წინ მსახიობი ჯიმი ქიმელის შოუს სტუმრობდა, სადაც ფილმის შესაძლო გაგრძელების შეხებ გავრცელებული ჭორები უარყო. დორნანის განცხადებით, ის კრისტიან გრეის როლისთვის ზედმეტად დიდია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები