LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი რომანტიკულ ვახშამზე გამოჩნდნენ (ფოტო)

217

დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის რომანზე მედია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან წერდა, მსახიობი და მუსიკოსი რამდენჯერმე შენიშნეს ერთად. პირველად ვარსკვლავები არგენტინაში გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი, პარიზში. ამის მიუხედავად, პაპარაცებმა ერთობლივი ფოტოს გადაღება ვერ მოახერხეს.

როგორც ჩანს,  Coldplay-ის ლიდერი და „გრეის 50 ელფერის“ მსახიობი გრძნობებს აღარ მალავენ და პაპარაცებსაც არ ერიდებიან. ამჯერად ისინი მალიბუს ერთ-ერთ რესტორანში რომანტიკული ვახშმის დროს გადაიღეს. დაკოტა ჯონსონი რესტორანთან Isabel Marant-ის სვიტერსა და შავ პიჯაკში გამოწყობილი გამოჩნდა. კრის მარტინი კი, რომანტიკულ ვახშამზე ტრადიციულ სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ დაკოტა ჯონსონი მეთიუ ჰიტს 2016 წელს დაშორდა. კრის მარტრინი კი გვინეთ პელთროუსთან განქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ლოურენსს ხვდებოდა.

 

 

http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-5266255/Dakota-Johnson-Chris-Martin-enjoy-date-night-Malibu.html?ito=social-facebook

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები