LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონის ვარსკვლავური ოჯახი საახალწლო ფოტოსესიაში

358

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 28 წლის დაკოტა ჯონსონი 40 წლის მუსიკოსს, კრის მარტინს ხვდება. ამჯერად კი „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავმა Hollywood Reporter-ის საახალწლო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებზე 28 წლის ლამაზმანი ვარსკვლავურ ოჯახთან ერთად გადაიღეს, სადაც ჩანს მსახიობის დედა მელანი გრიფიტი, მამა დონ ჯონსონი და ცნობილი ბებია, ტიპი ჰედრენი.

ინტერვიუში დაკოტა ყვება, როგორ დაეხმარა მას ოჯახი კარიერულ წინსვლაში. მისი თქმით, თავის დროზე ბებიამ უარი თქვა ალფრედ ჰიჩკოკთან გადაღებებზე, რამაც მასში ძლიერი ქალის სტატუსი გააღვიძა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები