LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონსა და ჯეიმი დორნანს სასტუმროსთან ფანებმა სიურპრიზი მოუწყვეს (ფოტო)

303

„გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავები, დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი ამჯერად საფრანგეთში იმყოფებიან, სადაც ფილმის ფინალური ეპიზოდის გადაღებები მიმდინარეობს. წყვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად Grand-Hotel-ში გაჩერდა. სწორედ ამ სასტუმროსთან დახვდა მსახიობებს გულშემატკივართა დიდი ჯგუფი, რომლებმაც აპლოდისმენტებით გააცილეს საყვარელი გმირები. მსახიობებმა დიდი სიამოვნებით გადაიღეს ფოტოები ფანებთან და ავტოგრაფებიც დაარიგეს.

დაკოტა ჯონსონი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა კოქტეილის ყავისფერ კაბაში, როცა ის მორიგი სცენის გადასაღებად სასტუმროდან გამოვიდა. როგორც ყოველთვის დახვეწილი და აკადემიური იყო ჯეიმი დორნანიც, რომლისთვისაც ფრანგი ფანების ასეთი აქტიურობა აშკარად სიურპრიზი აღმოჩნდა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები