LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა

83

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში მოძრაობისას, გაუმართავი ავტობუსის მიზეზით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, ხილვადობა ძალიან დაბალი იყო და უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთით შეჩერდა.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა, შემდგომი რეაგირებისთვის ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პრობლემა აღმოფხვრილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები