LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამანგრეველ მიწისძვრას მექსიკაში 250-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

91

ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მათ შორის 30-მდე ბავშვია.

სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 120 კილომეტრის დაშორებით, მიწისქვეშ-51 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად დედაქალაქი მეხიკო, პუებლასა და მორელოსის შტატები დაზარალდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

https://twitter.com/jcameron_ochoa/status/910297521641152512

ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები.

მიწიძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლიც გააღვიძა. ამჟამად ვულკანი კვამლს და ფერფლს აფრქვევს. სეიმსოლოგებმა „წითელი განგაში“ გამოაცხადეს, რაც საფრთხის მაქსიმალურ დონეს ნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები