LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებით 100 მოსამართლეა საჭირო, რომ მართლმსაჯულება შეუფერხებლად ხორციელდებოდეს – გიორგი მიქაუტაძე

196

კვლევის თანახმად, დაახლოებით 100 მოსამართლით ნაკლები არის დღევანდელი მდგომარეობით და სწორედ ამდენი მოსამართლით გაზრდა არის მინიმუმ საჭირო, რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ კვლევის „მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში“ შეფასებისას განაცხადა.

დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში საქმეების გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს. კვლევა მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, ევროკავშირის პროექტის და USAID -ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის-PROLOG მიერ.

პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. ჩვენ ველოდებოდით ამ კვლევის შედეგებს და დღეს არის პირველადი შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხება მოსამართლეთა რაოდენობის დადგენას საქართველოს მასშტაბით. კვლევის საწყისი შედეგები აჩვენებს, რომ დაახლოებით 100 მოსამართლით ნაკლები არის დღევანდელი მდგომარეობით და სწორედ ამდენი მოსამართლით გაზრდა არის მინიმუმ საჭირო რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა საერთო სასამართლოების სისტემისთვის და ამ შედეგების მიხედვით ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა,” -განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

პოპულალურები