LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება იწყება

124

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა), უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული პროდუქტის – დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება.

საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს. რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა, 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო 60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები