LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა გეგეშიძის ბაღის მიმართულებით” – რა მოხდა ვაკეში

229

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე: ვაკეში ბანკის დაყაჩაღების ფაქტს დეტალურად ყვება და ამბობს, რომ პატრულის ეკიპაჟებმა გმირობა გამოიჩინეს.

„დილაადრიან მივიდა ნიღბით და იარაღით ბაზალეთზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალში. თანამშრომლებმა და დაცვის პოლიციელმა კარი არ გაუღეს. ესროლა ბანკის კარებს, დაამსხვრია და შიგნით შევიდა ფულის ასაღებად.

ფილიალის დაყაჩაღებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის მამაცმა ოფიცრებმა! ეკიპაჟები: 209, 210, 213; პოლიციელები: ათეულის მეთაური ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, თემურ ასანიძე, კობა ჭულუხაძე, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული – არიან ნამდვილი გმირები!!! ★★★

დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა გეგეშიძის ბაღის მიმართულებით. პოლიციელებმა ცეცხლით უპასუხეს და დაედევნენ. ორმხრივი სროლის და დევნის შედეგად პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს! რამდენიმე იარაღი, ჩანთა, ნიღაბი, ფული… ამოღებულია.

პროკურატურა მისცემს პასუხისგებაში და ასევე გამოიძიებს რა კავშირია ამ და სხვა ყაჩაღობებს შორის,“ – წერს თალაკვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები