LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო კატალონიაზე

32

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები“,-აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-ლ ოქტომბერს ჩატარებული კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელსაც არ აღიარებს მადრიდი და არც ევროკავშირი, ჯერ კიდევ ჩატარებამდე ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად  გამოაცხადა.

 

პოპულალურები