LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებელს შეუძლია, თანამშროლებს თავსაფრის ტარება აუკრძალოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

83

დამსაქმებელს შეუძლია, თანამშრომლებს აუკრძალოს რელიგიური, პოლიტიკური თუ ფილოსოფიური სიმბოლოების ტარება, მათ შორის – თავსაბურავების.  გადაწყვეტილება ევროპის სასამართლომ დღეს მიიღო, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„აკრძალვა დაფუძნებული უნდა იყოს კომპანიის შიდა განაწესზე, რომლის თანახმად, თანამშრომლები ნეიტრალურად უნდა იყვნენ ჩაცმული და არა მომხმარებლის სურვილზე“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ორმა დასაქმებულმა, ბელგიიდან და საფრანგეთიდან ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც სამსახურიდან თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ დაითხოვეს. ბელგიელი მუსულმანი ქალი კომპანიაში G4S Secure Solutions მუშაობდა, მას შიდა განაწესის თანახმად, აკრძალული ჰქონდა გამოსაჩენად ეტარებინა რელიგიური სიმბოლოები.

ფრანგი კი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კონსულტანტია, რომელსაც სთხოვეს თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმა მას შემდეგ, რაც კლიენტმა უკმაყოფილობა გამოთქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები