LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწვარი ბანერი მარჯანიშვილზე – რა მოხდა მეტროში?

69

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე, ბანერს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

ხანძრის შედეგად მეტროში დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, თუმცა ბანერისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დროულად შეწყდა და ხარვეზი აღმოიფხვრა.

“აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს on.ge ავრცელებს
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები