LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწვარია 15-მდე მაღაზია – ელიავას ბაზრობასთან პოლიციაა მობილიზებული

199

 

ელიავას ბაზრობის ტერიტორია, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, პოლიციაა მობილიზებული და ბაზრობაზე შესვლის საშუალებას ჟურნალისტებს და მაღაზიების მეპატრონეებს არ აძლევენ.

დამწვარი ტერიტორიის მონახულება შეძლო დღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 15 მაღაზიაა დამწვარი. ყველაზე მეტი ზიანი მიადგა საბურავების მაღაზიას.

გამგებლის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მას შემდეგ, რაც საგამოძიებო სამსახურები დაასრულებენ მუშაობას, მოვაჭრეებს ექნებათ საშუალება, შევიდნენ ტერიტორიაზე და მაღაზიები მოინახულონ.

კომენტარს მომხდართან დაკავშირებით, გუშინდელისგან დაკავშირებით, დღეს აღარ აკეთებენ მაღაზიების მეპატრონეები. ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი კი ამბობს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, მიზეზზე კი გამოძიების დასრულებამდე ვერ ილაპარაკებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები