LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწყებ მეწარმე ქალბატონებს ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები გააცნეს

52

დამწყებ მეწარმე ქალბატონებს ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები გააცნეს. დღეს  სასტუმრო ”თბილისი რუმსში” კონფერნეცია “ქალის როლი ქვეყნის განვითარებისთვის” გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G),  ქალთა ბიზნეს საბჭოსთან ერთად.  ღონისძიება თბილისის მუნიციპალური მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონფერენციის მიზანი იყო დამწყები მეწარმე ქალბატონებისთვის  გაეცნოთ ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები, როგორც სახელმწიფო ასევე დონორი ორგანიზაციებისგან.  ამასთანავე,  ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.

ღონისძიებას დაესწრო  100 -ზე მეტი მეწარმე ქალბატონი. გახმოვანდა EBRD – ის 10 მილიონიანი გრანტის შესახებ ინფორმაცია , რომელიც მიმართულია ქალების გაძლიერებისთვის.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ  USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის”  ხელმძღვანელი ნატო ბეროშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქ. თბილისის კულტურის სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და სხვა ოფიციალური პირები.